გიორგი ლორია - ნაკრების მაისურის ტარება ჩემთვის პატივი იყო, დავრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში, მადლობა საქართველო


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ნაკრების ფორმით ხვალ ბოლო მატჩს ჩაატარებს.
"17 წელი ცოტა არაა. ბოლო თამაშს ჩავატარებ ჩვენი ქვეყნის ნაკრების ფორმით. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით იდგა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს. მადლობა ნაკრების სტაფს, მთელ პერსონალს. ისინი ქმნიან გუნდს, რომელიც გულშემატკივრებს ახარებს. გულშემატკივრის თანადგომას კი განსაკუთრებით ვგრძნობდი. მახსოვს, ესპანეთთან რომ ვითამაშე, 55 ათასი ადამიანი როგორ სკანდირებდა ჩემს გვარს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც ახლა, სამწუხაროდ, ჩემ გვერდით არ არიან.
საქართველოს ნაკრების მაისურის ტარება ჩემთვის პატივი იყო, ჩემი ბავშვობის ოცნება. ნაკრებში კარიერას სუფთა გულით ვამთავრებ. მადლიერი ვარ, რომ ამ გუნდში თამაშის საშუალება მომეცა. დავრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში, მადლობა საქართველო.
მინდა, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება მივულოცო. ხვიჩა ჩვენთვის მაგალითია, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ფეხბურთელმა. ახალგაზრდებს ვურჩევ, იშრომონ და ფეხბურთის ერთგულები დარჩნენ“, - განაცხადა ლორიამ.
ლორია საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს 2008 წლიდან იცავს. ეროვნული გუნდის მაისურით მას 78 მატჩი აქვს ჩატარებული.
თაგები:
გიორგი ლორია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა