გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე წერს.
“ამასობაში, გენერალი გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა.
ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი საქმე ომის პირობებში“, – წერს დეკანოიძე.
გიორგი ლორთქიფანიძე 2016 წლამდე ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ლორთქიფანიძე საქართველოს პროკურატურამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2021 წლის დეკემბერში მისცა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს