
ავტორი
Front News საქართველო
გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი მთავრობის მიერ სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებას შეწყვეტაზე და ახალი ტენდერის გამოცხადებაზე კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, ინფორმაცია, თითქოს პროექტი გაჩერდა და აღარ გაგრძელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ადგილზე გავეცანით რა მდგომარეობაა ამ პროექტთან დაკავშირებით. ის ინფორმაცია, რომ ეს პროექტი გაჩერდა და აღარ გაგრძელდება სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიას, რომელიც ამ პროექტის სამუშაოებს ასრულებდა ხელშეკრულება შეუწყდებათ, ტენდერი ახლიდან გამოცხადდება და რაც შეიძლება მოკლე ვადებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება“, - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალ ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან კომპანიებმა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.
თაგები:
გიორგი მაჭავარიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს