
ავტორი
Front News საქართველო
არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ უბრალოდ და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა.
“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც აეროპორტში დაგვხვდა. არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ უბრალოდ და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა.
ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ საკუთარი თავის და იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ.
ჩემს მომავალს რაც შეეხება, სამი წელი ჯერ კიდევ კონტრაქტი მაქვს ვალენსიასთან. ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს გადაწყვეტილი. ყველანი ერთად დავსხდებით და ისე გადავწყვეტთ ჩემს მომავალს”, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საქართველოში დღეს დაბრუნდა.
თაგები:
ფეხბურთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს