
ავტორი
Front News საქართველო
არც შემოთავაზება, არც განხილვა, არც მოთელვა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა – ასე ეხმიანება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მისივე თქმით, ხელისუფლება ამ დეზინფორმაცით ოლიგარქების სალეტეფონო საუბრის ჩანაწერის გადაფარვას ცდილობს.
“აი, აბსოლუტურად 100%-ით ტყუილია. არის ხოლმე რომ პატარა, ერთი პროცენტი მაინც არის სიმართლე და მერე პროპაგანდა 99 პროცენტს მიაბამს. არც შემოთავაზება, არც განხილვა, არც მოთელვა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. სააკაშვილთან მქონდა კონტაქტი, მიმოწერა უკრაინაში წასვლამდე, ერთად დავგეგმეთ უკრაინაში წასვლა.
სავარაუდოდ, დალაგებული აქვთ ასეთი მოგონილი სკანდალები და არის მცდელობა რაღაცა ამბის გადაფარვის. აი, გუშინდელი ამბავი, სავარაუდო განხილვა ოლიგარქებს შორის ფულის სავარაუდო გათეთრებასთან დაკავშირებით, ეტყობა, ეს ამბავი ძალიან მძიმეა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ამ ნიუსქარიშხალის მოწყობას მე ვერ ავხსნი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს