
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს წერილი გადასცა, რომლითაც ის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.
მარგველაშვილის მიერ შედგენილ გზავნილს ხელს აწერს 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი. მათ შორის არიან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები: აკაკი ასათიანი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი.
“მე დავინახე სამი შესაძლებლობა ამ მიმართულებით. პირველი ეს იყო საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვა და ეს გამოხატული იქნა გუშინწინ ზე აღმატებული ფორმით. მეორე იყო ამ წერილზე პოლიტიკური კლასის, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ერთიანობის გამოხატვა და ეს გამოიხატა 2016 წლამდე ჩათვლით. მესამე ჩემი აზრით, არის პოლიტპატიმრების გამოშვება.კიდევ 3 დღეა 24 რიცხვამდე, თუ სააკაშვილს გაუშვებენ სამკურნალოდ და გვარამიას გამოუშვებენ, ჩემი აზრით, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება. მე არ ვიცი გვარამიას მანქანის არასწორ მოხმარებაზე საპყრობილეში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს