გიორგი მარგველაშვილი – ბინძურ ტყუილებსა და პროპაგანდაზე კომენტარს სერიოზულს და სიღრმისეულს არ ვაკეთებ


ავტორი
Front News საქართველო
ბინძურ ტყუილებსა და პროპაგანდაზე კომენტარს სერიოზულს და სიღრმისეულს არ ვაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
“ბინძურ პიარზე და ტყუილზე კომენტარს არ ვაკეთებ. პოლიტიკური პოზიციაა ეს ჩემი, რომ ბინძურ ტყუილებზე კომენტარი არ უნდა ვაკეთო. ხაზს ვუსვამ, ბინძურ ტყუილებზე კომენტარს არ ვაკეთებ. მე არ შევალ დეტალების განხილვაში, ბინძური ტყუილია, ბინძურ ტყუილებზე არ ვაღრმავებ თემას.
უფრო მხიარული პასუხი მაქვს: თუ გადავწყვიტე ახლა მე ამ სიბერეში მექრთამეობა, რატომ დამიწერეს 11 500$, ცოტა შეურაცხმყოფელი თანხაა, ასე დავიწყო ჩემი მექრთამეობრივი ბიოგრაფია?“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს