გიორგი მარგველაშვილი – დღეს, ქართველ ხალხთან ერთად გამოვუწერე პლასკარტის ბილეთი ამ ხელისუფლებას, რადგან მათი ადგილია რუსეთის ფედერაციაში


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, ქართველ ხალხთან ერთად გამოვუწერე პლასკარტის ბილეთი ამ ხელისუფლებას, რადგან მათი ადგილია რუსეთის ფედერაციაში, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ჯამურად ოპოზიციის გამარჯვება, რაც ჩანს საარჩევნო უბნებზე.
“თქვენ ხედავთ, როგორი რიგია და ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება იცვლება და მეც, დღეს, ქართველ ხალხთან ერთად გამოვუწერე პლასკარტის ბილეთი ამ ხელისუფლებას და მათი ადგილია რუსეთის ფედერაციაში. ასეთია ჩემი განწყობა, ასეთია განწყობა იმ ადამიანებისა, ვისაც ვხედავ აქ. საქართველოში, როდესაც ამომრჩევლის აქტიურობა ასეთი მაღალია, როდესაც არის ასეთი განწყობა, ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ ხელისუფლება იცვლება. ოპოზიციას, როდესაც შეუძლია თავის ამომრჩევლის გამოყვანა, ეს ნიშნავს იმას, რომ სტაბილური, რაც აქვს ხელისუფლებას, იმაზე მეტი გამოდის. ეს არის ჯამურად ოპოზიციის გამარჯვება, რასაც ჩვენ ვხედავთ საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს