
ავტორი
Front News საქართველო
ერთადერთი, რითაც მიღწეული იქნება დეოლიგარქიზაცია, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დეპუტატებმაც უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები და ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან.
“რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გარეშე არცერთი ეს მიზანი, რომელიც გვაქვს, მიღწევადი არ არის. ჩვენი პარტნიორები 6 თვეში მოელიან დეოლიგარქიზაციას. ერთადერთი, რითაც ეს მიღწეული იქნება, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
ამ მუხტს, რომელიც არის ხალხისგან წამოსული, ჭირდება პოლიტიკური კალენდარი. პოლიტიკური კალენდარი 2024-მდე არ არსებობს. თუ ჩვენ არ დავდებთ პოლიტიკურ მიზანს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და ამისთვის, მათ შორის, დეპუტატები არ გადადგამენ შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს, ჩემი აზრით, ამ ბრძოლას არ ექნება დინამიკა, ვერ გაღრმავდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს