
ავტორი
Front News საქართველო
შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და გადაწყვეტილი მაქვს, შევხვდე მიხეილ სააკაშვილს,- ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ისაუბრა მის მიერ წამოწყებულ პროცესზე, რომელიც დროული და ადეკვატურია.
“შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, ბუნებრივია, მათ შორის იმ უმნიშვნელოვანეს პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ. მიმაჩნია, რომ ეს არის ქალბატონი პრეზიდენტის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია. გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს. დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ მომცეს შესაძლებლობა ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის.
სამწუხაროდ, ქართულ კანონმდებლობაში ამ მიმართულებითაც ყოფილ პრეზიდენტს არანაირი პრივილეგია არ გააჩნია. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები მომცემენ შესაძლებლობას, შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს. იმედი მაქვს, კომიკური და აბსურდული არ იქნება ამაზე პასუხი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს