
ავტორი
Front News საქართველო
არაადეკვატურია ქართულ ხელისუფლებასთან ამ ენით საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ შიმშილობის გამოცხადების საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, ისინი დღეს სწორის მეთოდებით არ იბრძვიან.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ადამიანები შეწყვეტენ შიმშილობას და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფერი არ დაემუქრება. არა იმიტომ რომ ისინი არ იბრძვიან სწორი მიზნისთვის, მაგრამ ისინი არ იბრძვიან დღეს სწორი მეთოდებით.
შიმშილობა არის ნაბიჯი, რომლის ადრესატი არის ვიღაც, მაგალითად ხელისუფლება, რომელსაც ეუბნები, თუ შენ ასე არ გააკეთებ, მე ასე მოვიკვდინებ თავს ამ შიმშილობით. და ამას ვის ეუბნებიან, სადისტებს, რომლებიც ადამიანებს აწამებენ და მერე ტელევიზორში აჩვენებენ? ამიტომ არაადეკვატურია ქართულ ხელისუფლებასთან ამ ენით საუბარი. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის აბსოლუტური გათიშვა ნებისმიერი კომუნიკაციისა “ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა მარგველაშვილმა “ფორმულას” ეთერში.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს