
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ განცხადებაზე ხელმომწერები წერეთლის 114-ში, “კოკა კოლას” ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.
ადგილზე იმყოფე მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართვა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
“ქართული საზოგადოება ერთიანდება ორი ძალიან მარტივი მოთხოვნის ირგვლივ, რომ საქართველოში არ ხდებოდეს ადამიანის წამება, წამებით სიკვდილი, ამ ყველაფრის პირდაპირ ეთერში თვალყურის დევნება და მეორე – რომ საქართველოში ჩვენი ახალი ისტორიის ბოლო 30 წელში მეორედ რუსების დავალებით, არ მოვკლათ ჩვენი პრეზიდენტი. ეს ორი ძალიან მარტივი თემის ირგვლივ ხდება საზოგადოების გაერთიანება ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე, მორალური პოზიციიდან გამომდინარე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს