გიორგი მარგველაშვილი – ქართველი ერი და პოლიტიკოსები ერთ მხარეს ვდგავართ, მეორე მხარეს არის პუტინის მიერ შეკოწიწებული ხელისუფლება


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვართ ცოცხლები, ჩვენ არ ვართ რიცხვები, რომლებსაც ჩაწერ და მოიტყუები, ჩვენ ვართ ცოცხალი ადამიანები და ჩვენს სამშობლოს ვიცავთ, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ერი და პოლიტიკოსები ერთ მხარეს დგანან, ხოლო მეორე მხარეს არის რუსეთის, პუტინის მიერ შეკოწიწებული ხელისუფლება.
“შემოგვხედეთ, აი ჩვენ და ჩვენი ამომრჩეველი. ჩვენ ვართ ცოცხლები, ჩვენ არ ვართ რიცხვები, რომლებსაც ჩაწერ და მოიტყუები, ჩვენ ვართ ცოცხალი ადამიანები და ჩვენს სამშობლოს ვიცავთ. ასე მტკიცედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, აქამდე არ დგანან ჩვენს გვერდით. ჩვენ დავანახეთ ყველას იმ რაოდენობით გამარჯვებული ხალხისა, რომელიც მიდიოდა საარჩევნო უბნებზე საქართველოში, უცხოეთში, ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს, რომ არ ვართ რუსეთის მონები. ეს სიძლიერე უნდა ვაშენოთ და ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ქართველი ერი და პოლიტიკოსები ერთ მხარეს ვდგავართ, ხოლო მეორე მხარეს არის რუსეთის, პუტინის მიერ შეკოწიწებული ხელისუფლება. ჩვენი სამშობლოს დევიზი არის – ძალა ერთობაში! აი, აქ არის ერთობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს