
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, მაგალითად, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილთან არ დავჯდები სასაუბროდ, ასევე არ დავჯდები გახარიასთან სასაუბროდ, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა შეაფასა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების რესურსი და აღნიშნა, რომ ის წინა წლებშიც ცდილობდა ოპოზიციის გაერთიანებას, თუმცა, დეტალები ხელს უშლიდა. წამყვანების კითხვაზე, ვისთან ერთად მოიაზრებს ოპოზიციურ ერთობას, მარგველაშვილმა განაცხადა: “ყველაზე მეტად, ვაშაძე, ლაკა, ჯაფარიძე, „ლელო“.”
რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის წარუმატებელი პროექტია. მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა მან საკუთარი ანალიზის საფუძველზე გამოიტანა და დამადასტურებელი ფაქტი არ აქვს.
“რა ფაქტი უნდა მქონდეს, წარუმატებელი პროექტია – ერთი და მეორეც, მე ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, რომლებმაც მიტინგები დაარბიეს, არ მაქვს ღირებულებითი შეთავსებულობა არანაირად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს