Logo

გიორგი მარგველაშვილი – სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, მისი გასამართლების მორალური უფლება ამ ხელისუფლებას არ გააჩნია

პოლიტიკა
08.10.2021 / 23:21
Frontnews image description

სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, მისი გასამართლების მორალური უფლება ამ ხელისუფლებას არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ეს ქვეყნისათვისაა ცუდი.

 

“მესამე პრეზიდენტი ზის ციხეში და მის წინაშეც სიკვდილ-სიცოცხლის საქმე დგას, ის  შიმშილობს, ამას გვერდიდან რომ შევხედოთ, პათეთიკის და გართულების გარეშე, ჩვენ ურთულეს პოლიტილურ ბოოგრაფიას ვწერთ ჩვენი ქვეყნისას. სააკაშვილის ციხეში არ უნდა იჯდეს, ეს არის საქართველოსთის ძალიან ცუდი, მისი გასამართლების მორალური უფლება ამ ხელისუფლებას არ გააჩნია. ამ ხელისუფლებიოს პირობებში ის არის პოლიტიკური ნიშნით ჩასმული, იმიტომ რომ ეს არის ავტორიტარული ხელისუფლება”, – განაცხადა მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში. 

 

მისი თქმით,  კომიკური იქნება, რომ ლევან მურუსიძეს სასამართლო მიხეილ სააკაშვილს გაასამართლებს. მარგველაშვილის თქმით, ეს  იქნება იურისპრუდენციიის ისტორიაში ყველაზე კომიკური საქმე. 

 

კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა თვითონ სალომე ზურაბიშვილის ადგილზე, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გამართავდა კონსულტაციებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. 

 

მარგველაშვილის თქმით, ციხეში ჩასმული სააკაშვილი ამ ხელისუფლებისათვის უფრო საშიშია და მესამე პრეზიდენტის ავტორიტები კიდევ უფრო იზრდება.

Advertisement