
ავტორი
Front News საქართველო
შენ თუ გიბრძოლია მართლა სიმართლისთვის, მართლა ადამიანის უფლებისთვის, მართლა ჩაგრულის დაცვისთვის, შეუძლებელია შენ ის მოგწონდეს, რასაც სააკაშვილს დღეს უკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
“მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის წამება მოსწონთ იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის დროს თვითონ აწამებდა. მე ვისაც ვიცნობ, სააკაშვილზე გაბრაზებულები ისინი არიან, ვინც სააკაშვილის დროს ან ფულს აკეთებდა, ან რაღაცა თანამდებობა ჰქონდა და მერე რაღაც მომენტში ან გადახტა, ან გადმოხტა, მერე მიშასთან გაუფუჭდა ურთიერთობა.
მარტივად შემიძლია გითხრათ, შენ თუ ოდესმე გიბრძოლია რამე ღირებულებისათვის, შენ ვერ იტყვი, მოდი, რა არ აწამონ გირგვლიანი და მერე იტყვი, სააკაშვილი ახლა აწამონ. არ მჯერა ამ ადამიანების”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს