გიორგი მარგველაშვილი – უკრაინაში მარცხის ფონზე პუტინის ერთადერთი გამარჯვება არის ის, რომ დღეს სააკაშვილს აწამებენ


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლებაც პირდაპირ ასრულებს რუსულ დირექტივებს, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში მარცხის ფონზე პუტინის ერთადერთი გამარჯვება არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ.
“ბევრი რამე შეიძლება ადამიანს ჰქონდეს დაშავებული, მაგრამ ისეთი ვერ ექნება დაშავებული, რომ წამებით, ციხეში მოკლა. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლებაც პირდაპირ ასრულებს რუსულ დირექტივებს. რუსული დირექტივების კონტექსტში, ფაქტობრივად მთელი იმ წარუმატებლობის და მარცხის ფონზე, რომელსაც მათ უკრაინელები და ასევე ქართველი მებრძოლები უკრაინაში მიაყენებენ, ამის ფონზე პუტინის ერთადერთი გამარჯვება მსოფლიოს მასშტაბით არის ის, რომ დღეს სააკაშვილს აწამებენ. შეიძლება ითქვას, რომ მეტი გამარჯვება პუტინს დღეს აღარ აქვს – ის სრულ მარცხშია.
ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ახლა კიდევ მიხეილ სააკაშვილისთვის ასეთი სიცოცხლის მოსწრაფება, კითხვას დასვამს საერთოდ ცივილიზაციის რომელ მხარეს ვდგავართ ჩვენ ყველა ერთად – არა ნაციონალი, არა “ქართული ოცნების” ამ რომელიმე პარტიის წევრი, არამედ ყველა ერთად”, – განაცხადა მარგველაშვილმა “ფორმულას” ეთერში.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი – პრეზიდენტი, რომელიც პუტინის პირადი მტერია, აბსურდულია, რომ დღეს ქართულ ციხეში იჯდეს

გიორგი გაბუნია – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – დახუროს “მთავარი არხი”

გიორგი მარგველაშვილი – სწორი პოლიტიკაა, იყო ძალიან ფრთხილი, როდესაც საქმე გაქვს აგრესიულ, ბირთვული ძალის მქონე მეზობელთან