Logo

გიორგი მჭედლიშვილი - ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ის, ექნება თუ არა ჩვენს ქვეყანას ანალოგიური შესაძლებლობა

პოლიტიკა
76
Frontnews image description

ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ის, ექნება თუ არა ჩვენს ქვეყანას ანალოგიური შესაძლებლობა. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და თანამშრომლობა, - ამის შესახებ Front News-თან საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა გიორგი მჭედლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავის მხრივ, უკრაინას და მოლდოვას ეს შესაძლებლობა ახალი განვითარების ფანჯარას უხსნის.

"ვგულშემატკივრობ მოლდოვას და უკრაინას, რა თქმა უნდა, სავალალოა, რომ ჩვენ ამ გზას გადავუხვიეთ. გვესმის, რომ ეს გზა არ არის ერთი და ორი წლის, მაგრამ არის მთავარი მიმართულება, რომ ამ კანდიდატის სტატუსით ორივე ქვეყანა მიიღებს ძალიან სერიოზულ დახმარებას.

გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც, დიდი იმედი მაქვს, ომი დასრულდება და თან სამართლიანად, ეს უკრაინას მისცემს აღდგენის საშუალებას. რაც შეეხება მოლდოვას, რომელიც არის ევროკავშირთან საკმაოდ ახლოს, მას ეძლევა დიდი უპირატესობები, პირველ რიგში, დახმარების ინსტიტუციური და ეკონომიკური კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ის საბოლოოდ დაადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ამ კუთხით კი, მხოლოდ და მხოლოდ უნდა ვწუხდეთ იმაზე, რომ საქართველო ამ გზაზე არ არის.

ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ის, ექნება თუ არა ჩვენს ქვეყანას ანალოგიური შესაძლებლობა. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და თანამშრომლობა. შეუძლებელია, იყოს წინსვლა, თუ ჩვენი მხრიდან მზაობა არ არის, ამას კი ბევრი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები სჭირდება", - განაცხადა გიორგი მჭედლიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები