Logo

გიორგი მჭედლიშვილი - ფაქტობრივად, რეფერენდუმია, გადაწყდება სად და რა მიმართულებით წავა სომხეთი

პოლიტიკა
123
Frontnews image description

ფაქტობრივად, რეფერენდუმია სომხეთში, გადაწყდება სად და რა მიმართულებით წავა სომხეთი - მშვიდობისა და დასავლური ინტეგრაციისკენ თუ დაუბრუნდება რუსეთს, - ამის შესახებ "ევროპის უნივერსიტეტის" ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი მჭედლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი კარგავს რეგიონში მოკავშირეებს, რის გამოც სასოწარკვეთის ზღვარზეა და კონტრპროდუქტიულ, მაგრამ არაგრძელვადიან ნაბიჯებს დგამს.

"ზუსტად ერთ კვირაში, ფაქტობრივად, რეფერენდუმია სომხეთში, გადაწყდება სად და რა მიმართულებით წავა სომხეთი - მშვიდობისა და დასავლური ინტეგრაციებისკენ, თუ დაუბრუნდება რუსეთს. სულ რამდენიმე ხნის წინ სომხეთი იყო რუსეთის საკმაოდ ნდობით აღიარებული პარტნიორი. რამდენიმე ორგანიზაციაში კი არის გაერთიანებული, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირშიც, მაგრამ 2018 წელს, როდესაც მოხდა "ხავერდოვანი რევოლუცია", ქვეყანამ დაიწყო შიდა რეფორმები და ეს იდეა რუსეთის ანათემა იყო, ამიტომ, საუბრები იმაზე, რომ ჩვენ ვრჩებით ყველა ორგანიზაციაში, რომელშიც გავწევრიანდით - დსთ-ს ჩათვლით, რუსეთისთვის არ იყო მნიშვნელოვანი.

ფაქტობრივად, სამი ათწლეულია, რუსეთი ძალიან ალოლიავებდა, ძალიან დიდ რესურსს დებდა ნარატივში და სამწუხაროდ, 2018 წლამდე რაც იყო სომხეთის ხელისუფლება, ეხმარებოდა იმაში, რომ რუსეთი რომ არა, თურქეთი და აზერბაიჯანი ჩვენ გვშთანთქავს, ჩაგვყლაპავს, ამოგვწყვეტს და მოგვიწყობს 1915 წლის გენოციდს, ფაშინიანი კი ამ ნარატივის მსხვრევას ცდილობს, რა თქმა უნდა, ეს ნაწილობრივ გამოსდის, მაგრამ წინააღმდეგობაც ხვდება. სომხეთს ერთი ძალიან დიდი უპირატესობა აქვს - მას არ აქვს საზღვარი რუსეთთან, საქართველოსთან და უკრაინასთან შედარებით. 

გასაგებია, რომ რუსეთს შეუძლია სამხედრო ძალით მოქმედება, მაგრამ ის, როგორც იქცევ, არის სასოწარკვეთის ნიშანი. როდესაც რეგიონს - კავკასიას ასე ემუქრები, ეს უკვე უკურეაქციას იწვევს და რუსეთი უკვე კუთხეშია მიმწყვდეული და მიმართავს ისეთ მეთოდებს, რომელიც ახლაა კონტრპროდუქტიული, მაგრამ არა გრძელვადიანი", - განაცხადა გიორგი მჭედლიშვილმა.

7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები