Logo

გიორგი მელაშვილი - ჩვენი მეზობლები ცდილობენ დივერსიფიკაციას და ეს რაც უფრო დაჩქარდება, მით უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემა შეექმნება საქართველოს

პოლიტიკა
72
Frontnews image description

ჩვენი მეზობლები ცდილობენ დივერსიფიკაციას და ეს რაც უფრო დაჩქარდება, მით უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემა შეექმნება საქართველოს, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ შუა დერეფნის სამხრეთი განშტოება, რომელიც სომხეთზე გადიოდა გააქტიურდებოდა.

"მოსალოდნელი იყო, რომ შუა დერეფნის სამხრეთი განშტოება, რომელიც სომხეთზე გადიოდა გააქტიურდებოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჯერ დასავლეთთან გაფუჭებოდა ურთიერთობები და ახლა იმავეს აკეთებენ აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმართებით.

ჩვენი მეზობლები ცდილობენ დივერსიფიკაციას და ეს რაც უფრო დაჩქარდება, მით უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემა შეექმნება საქართველოს.

"ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში თავიდან ბოლომდე გადართულია ევროიზოლაციაზე, ცდილობენ, რომ არ გააღიზიანონ რუსეთი, რაც საბოლოო ჯამში, გადადის კაპიტულაციაში, რუსეთს კი არ აინტერესებს კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობა", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები