გიორგი მელაშვილი - ეს ფსევდოდაპატიჟება მიზნად ისახავდა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას და ეუთო/ოდირზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას


ავტორი
Front News საქართველო
"ოცნებამ" ლუკაშენკოს ხრიკი გაიმეორა. ეს არის ჩვეულებრივი ბელორუსული სცენარი, როდესაც დამკვირვებლებს სინამდვილეში არ ეპატიჟები, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობის გადაბარებას მათზე ცდილობ, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.
მელაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის კარგად ნაცადი ხრიკი, რომელიც საკუთარი მოსახლეობის მოსატყუებლად სჭირდებათ.
"ლუკაშენკომ არჩევნების წინ ზუსტად იგივე გააკეთა, ვითომ სადამკვირვებლო მისიები 10 დღით ადრე დაპატიჟა. სინამდვილეში, ეს ფსევდოდაპატიჟება მიზნად ისახავდა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას და ეუთო/ოდირზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. თითქოს მათ ეს მისიები არჩევნებამდე მოიწვიეს, მაგრამ მათ ჩამოსვლაზე უარი განაცხადეს. ეს არის ჩვეულებრივი ბელორუსული სცენარი, როდესაც დამკვირვებლებს სინამდვილეში არ ეპატიჟებიან, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობის გადაბრალებას მათზე ცდილობენ. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მათი დაპატიჟება აბსურდია, რადგან ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს მისიები რამდენიმე თვით ადრე უნდა მოიწვიონ. ამიტომაც მათგან მიიღეს ლოგიკური და ადეკვატური პასუხი“, - განაცხადა მელაშვილმა.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს.
თაგები:
გიორგი მელაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს