Logo

გიორგი მელაშვილი - კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ქართველის კანდიდატი თავად საქართველომ გამოიწვია, ასეთი რამ არ ვიცი, დიპლომატიაში თუ მომხდარა

პოლიტიკა
4 საათის წინ / 18:32
158
Frontnews image description

კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ქართველის კანდიდატი თავად საქართველომ გამოიწვია. ასეთი რამ არ ვიცი, დიპლომატიაში თუ მომხდარა, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამით დაზიანდა საქართველო.

"პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევით საქართველომ დაკარგა შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო წარმოდგენილი უმაღლეს საერთაშორისო დონეზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ასე მოხდა. 

კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ქართველის კანდიდატი თავად საქართველომ გამოიწვია. ასეთი რამ არ ვიცი, დიპლომატიაში თუ მომხდარა. მიზეზებს რაც შეეხება, შეიძლება ბევრი რამ ვივარაუდოთ. შეიძლება ბაჩიაშვილის გადმოცემა მოითხოვა საქართველომ, შეიძლება ზარქუას გათავისუფლება, შეიძლება საინვესტიციო შეთანხმება იყო, ან უფრო მარტივად -  "ქეშზე" გაცვალეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამით დაზიანდა საქართველო. გაუგებარია, რას აკეთებს "ქართული ოცნება" ამ გადაწყვეტილებით",  - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა.

Advertisement