Logo

გიორგი მელაშვილი - საქართველო იზოლაციურ მდგომარეობაში ჩააყენა "ქართულმა ოცნებამ", ისინი ვერ ახერხებენ საუბრის დამყარებას აშშ-თან

პოლიტიკა
513
Frontnews image description

საქართველო იზოლაციურ მდგომარეობაში ჩააყენა "ქართულმა ოცნებამ", ისინი ვერ ახერხებენ საუბრის დამყარებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" სურვილია, რომ დასავლეთმა აღიაროს, რასაც ვერ იღებენ. 

"საქართველო იზოლაციურ მდგომარეობაში ჩააყენა "ქართულმა ოცნებამ", ისინი ვერ ახერხებენ საუბრის დამყარებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე გააფუჭეს ურთიერთობები ევროპელებთან და დაგვტოვეს რუსეთის გადასაყლაპად. ეს დადასტურდა ამ წერილში. თავად ყაველაშვილმა ხელი მოაწერა და დაგვიდასტურა ეს იზოლაციური მდგომარეობა. დანარჩენი კი რასაც ვხედავთ, ეს არის სტანდარტული პროპაგანდა, რომელიც აქამდე არაერთხელ გვინახავს, მაგალითად, შათირიშვილის წერილებში თუ "ქართული ოცნების"  სხვა პროპაგანდისტების წერილებში. ყველგან ჩანს ერთი და იგივე -  "ქართული ოცნების" სურვილი, რომ დასავლეთმა აღიაროს, მიიღონ ლეგიტიმაცია და ჩანს მათი უსუსურობა, რომ ამ ლეგიტიმაციას ვერ იღებენ", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები