გიორგი მღებრიშვილი – გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა იქნებოდა, მაგრამ განზრახ ეს დანაშაული არ ჩამიდენია


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილ თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა.
მღებრიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მას დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.
“წლები და მუხლები ჩემთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ რამე შეღავათი მქონდეს. პირიქით, გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა იქნებოდა, მაგრამ განზრახ ეს დანაშაული არ ჩამიდენია”,- განაცხადა მღებრიშვილმა.
დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენისას სავარაუდოდ, შერაცხად მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.
ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-და 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს