გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალმა” “რაიო ვალელანო” 4:0 დაამარცხა

ავტორი
Front News საქართველო
ლა ლიგის მე-11 ტურში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” “რაიო ვალეკანოს” დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.
მატჩს ვილიარეალის “ესტადიო დე ლა კერამიკამ” უმასპინძლა.
გიორგი მიქაუტაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 22-ე წუთზე საგოლე გადაცემაც გააკეთა, რომლითაც ესპანელმა თავდამსხმელმა ხერარდ მორენომ “ვილიარეალი” დააწინაურა.
პირველ ტაიმი ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევარში გიორგი მიქაუტაძე შეცვალეს და მის ნაცვლად კანადელი ტანიტულოვა ოლივასეი შემოიყვანეს.
მეორე ტაიმი უფრო აქტიური აღმოჩნდა. “ვილიარეალის” ფეხბურთელებმა მოედანზე სრული დომინაცია მოიპოვეს, რის შედეგადაც სამი გოლი გაიტანეს და უპირატესობა 4 ბურთამდე გაზარდეს.
“ვილიარეალი” ამ მოგებით ცხრილში მეორე ადგილს დაიკავებს.
გუნდი ლა ლიგის შემდეგ შეხვედრას სტუმრად “ესპანიოლთან” 9 ნოემბერს გამართავს.
თაგები:
გიორგი მიქაუტაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


