Logo

გიორგი მიქაუტაძე – წლიდან წლამდე სასამართლო უფრო და უფრო დამოუკიდებელია

პოლიტიკა
1131
Frontnews image description

წლიდან წლამდე სასამართლო უფრო და უფრო დამოუკიდებელია, ამას ხელი შეუწყო სწორად და კარგად განხორციელებულმა რეფორმებმა, –  ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

 

“მრავალი წელია, გვესმის მოსაზრებები გავლენიანი ჯგუფის შესახებ, თუმცა არც ერთი არგუმენტი, არც ერთი ფაქტი არ მოგვისმენია. სასამართლო სისტემა ყოველთვის ზრუნავს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე და არსებობს ძალიან მიზანმიმართული ხედვა, როგორ უნდა გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმა და დამოუკიდებლობის გაძლიერება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები