Logo

გიორგი მშვენიერაძე – ხელისუფლების პრობლემაა, იპოვოს სამართლებრივი გზები, როგორ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან

პოლიტიკა
20.10.2021 / 15:32
Frontnews image description

ხელისუფლების პრობლემაა, იპოვოს სამართლებრივი გზები, როგორ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, იმ დრომდე, ვიდრე მას არ ექნება სასამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა, – აცხადებს იურისტი  გიორგი მშვენიერაძე Front News-თან ევროპარლამენტარების განცხადების კომენტირებისას.

 

მისი თქმით, ხელისუფლემას ბუმერანგივით უკან მოუბრუნდა ის ფაქტი, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას ნდობა სრულიად დაკარგული  აქვს. 

 

“გადამწყვეტია ხელისუფლების პოლიტიკური ნების არსებობა, სამართლებრივი გამოსავალი შეიძლება რამდენიმე მოიძებნოს.  მნიშვნელოვანია, თუ როგორ უყურებენ  ევროპარლამენტარები ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას. ეს არის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება იმკის და კიდევ მოიმკის იმის გამო, რომ ის მთლიანად აკონტროლებს მართლმსაჯულების სისტემას. 

 

შესაბამისად, ხელისუფლემამ რა არგუმენტიც უნდა მოიყვანოს და ამტკიცოს, რიომ მურუსიძის სასამართლო დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს,  ამის, ამ ქვეყნის შიგნით და არც  ქვეყნის გარეთ არავის სჯერა. ამიტომ ეს არის უკვე ხელისუფლების პრობლემა,  მან უნდა გამოხატოს პოლიტიკური ნება, რომ ამ სიტუაციიდან იპოვოს გამოსავალი,  იპოვოს სამართლებრივი გზები, როგორ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, იმ დრომდე, ვიდრე მას არ ექნება სასამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა.  ფაქტია, რომ ევროპარლამენტარების თვალში ქართულ მართლმსაჯულებას ფასი არ აქვს”, – განაცხადა მშვენიერაძემ.  

 

იურისტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ საქმეებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2015 წელს აქვთ გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მსჯავრდებულია არასათანადო მტკიცებულებებით. 

 

“2015 წელს გვაქვს გამოქვეყნებული ჩვენი შეხედულებები. “პოლიტიკური მართლმსაჯულება” ასე ქვია ამ დოკუმენტს, რომელშიც ცალკე თავი ეთმობა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ საქმეებს.  ამ საქმეებში არსებობს სერიოზული ხარვეზები, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე მსაჯავრდებულების შეწყალებისა და სხვა საქმეებზე. სასამართლოზე აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებები,  ასეთი ფაქტები ამ საქმეებზე წარმოდგენილი არ არის, რაც ნიშნავს,  რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მსჯავრდებულია სწორედ არასათანადო მტკიცებულებების გამო”, – განაცხადა მშვენიერაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები