Logo

გიორგი მსხილაძე – კანონპროექტში შენიშვნები იმიტომ არ არის შეტანილი, რომ ეს კანონი არის რუსული და მთლიანად მიუღებელია

პოლიტიკა
1436
Frontnews image description

კანონზე მოლაპარაკებები არა სალომე ზურაბიშვილმა, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაკეტა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

 

“აღნიშნულმა რუსულმა კანონმა იცით, როგორი პოლარიზაცია და დაპირისპირება გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ აღნიშნული კანონი არ იყოს მიღებული და ვეტო არ იყოს დაძლეული. „ქართული ოცნება“ რას გადაწყვეტს და ვეტოს დაძლევას როდის გადაწყვეტს, შემდგომი ნაბიჯები მათი გადასაწყვეტია.

 

პრეზიდენტი მეორე მოსმენაზე მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ აღნიშნული საკითხი განეხილათ, დაბრუნებოდნენ, თავიდან ბოლომდე გაერკვიათ კანონი და ისე მომხდარიყო მისი განხილვა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით, რაც “ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა. შესაბამისად, პრეზიდენტმა რატომ ჩაკეტა, ვერ ვხვდები. ჩვენ რას უნდა დავლოდებოდით? კანონპროექტში შენიშვნები იმიტომ არ არის შეტანილი, რომ ეს კანონი არის რუსული და მთლიანად მიუღებელია. კანონზე მოლაპარაკებები „ქართულმა ოცნებამ“ ჩაკეტა, სალომე ზურაბიშვილს არ ჩაუკეტავს“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები