
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
“საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული არაკონსტიტუციურია, ის ეწინააღმდეგება, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გათვალისწინებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები.
პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას.
ასევე, მინდა, შევეხო მეორე საკითხს, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ საბჭოს წევრის დანიშვნას. პრეზიდენტს შეუძლია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს და წარადგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმომადგენელი, მაგრამ პრეზიდენტმა გამჭვირვალობის მიზნით, შექმნა შესარჩევი კომისია. კომისიამ დაასრულა მუშაობა და პრეზიდენტს წარუდგინა ორი კანდიდატურა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება, ბატონი კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე”, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
თაგები:
გიორგი მსხილაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს