გიორგი მსხილაძე – შეიძლება, ემსახურებოდეს პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას


ავტორი
Front News საქართველო
ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო “ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ემსახურებოდეს პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას, იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.
“საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს მის უმაღლეს ვალდებულებას. ეს არის ხალხის ნება. საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია. ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს – პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა მსხილაძემ.
თაგები:
გიორგი მსხილაძე

გიორგი მსხილაძე – პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს კანონის შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას

“პარტიის დაშლის კიდევ ერთი ფაქტორი ბოკერიას კრახი გახდა, რის გამოც მის დამფინანსებელს ახალი პროექტი დასჭირდა, ამ პროექტს შეიძლება ახალი კოალიციის სახე მიეღო, სადაც შევიდოდნენ: ჯაფარა, ლიაკა და ნიკა მელია”

ზურაბ ქადაგიძე – თუ აქამდე პარლამენტზე და მთავრობაზე მიდიოდა ზეწოლა, ეხლა უკვე ცდილობენ სასამართლოც ჩაითრიონ ამ პოლიტიკურ ქაოსში