გიორგი მუმლაძე – პარტიაში დავით კეზერაშვილთან მაღალ დონეზე თანამშრომლობის გარანტი ერთი წლის წინ იყო ნიკა მელია


ავტორი
Front News საქართველო
პარტიაში დავით კეზერაშვილთან მაღალ დონეზე თანამშრომლობის გარანტი ერთი წლის წინ იყო ნიკა მელია, ამიტომ მე მაქვს მასთან კითხვები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიაში გადაწყვეტილებების მიღება გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს, რაც დაასრულებს ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრებს.
“კეზერაშვილთან დაკავშირებით ძალიან უსამართლო და უცნაური რამ ხდება. მე მინახავს ნიკა მელიას პოზიციები თავის დროზე – მას აძაგებდა და კონკრეტულ ბრალდებებს უყენებდა. შემდეგ, ვნახე შარშან, როდესაც მე აქტიურად ვიყავი ჩართული საარჩევნო ამბებში, ვეხმარებოდი პარტიას, ნიკა მელიამ თქვა, რომ მე მივდივარ კეზერაშვილთან სათანამშრომლოდ. გადის პერიოდი და ახლა ისევ აძაგებს დავით კეზერაშვილს. ჩემთვის საეჭვოა პოზიციების ეს ცვლა.
პარტიაში დავით კეზერაშვილთან მაღალ დონეზე თანამშრომლობის გარანტორი ერთი წლის წინ იყო ნიკა მელია. ამიტომ მე მაქვს მასთან კითხვები – თუ ასეთი საშიში იყო ეს ადამიანი, რატომ ჰქონდა მას საქმიანი ურთიერთობა? შემდეგ რა გახდა წყალგამყოფი, რატომაც აღარ დაიჭირა ეს ურთიერთობა?“, – განაცხადა მუმლაძემ.
მისი თქმით, კეზერაშვილიც და მერაბიშვილიც დასაფასებელი ადამიანები არიან.
“ის ორი გვარი, რომელიც სახელდება, მერაბიშვილის და კეზერაშვილის, ეს ადამიანები არიან „ვარდების რევოლუციის“ მონაწილეები. ყველა ის ადამიანი, ვინც იღებდა ამ პროცესში მონაწილეობას. არის დასაფასებელი და მისასალმებელია მათი პოლიტიკური აქტივობა“, – განაცხადა მუმლაძემ.
თაგები:
გიორგი მუმლაძე

გიორგი მუმლაძე – ნიკა მელია რაღაც მომენტში პირიქით, წამახალისებელი იყო ამ დაპირისპირების

გიორგი ბოტკოველი – ნიკა მელია 2020 წლის არჩევნებში წინააღმდეგი იყო “ნაციონალური მოძრაობის” პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო

ნიკა მელია – ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე