გიორგი მუმლაძე – ვაპირებ მონაწილეობის მიღებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებში!


ავტორი
Front News საქართველო
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს, – ამის შესახებ მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.
“გადაწყვეტილება მიღებულია! ვაპირებ მონაწილეობის მიღებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებში!
ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოცილდეს პარტიის მართვას! ცვლილებების შემდეგ, პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი, უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის “იძულების კამპანიისკენ”, რითაც დავიხსნით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს! მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!
პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!
ვიწვევ ნიკა მელიას, ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმეტურებულად ავუხსნა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!”, – წერს გიორგი მუმლაძე.
როდის ჩატარდება “ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნები ჯერ უცნობია. არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა უკვე გამოთქვა ნიკა მელიამ. თავმჯდომარეობის სურვილს გამოთქვამს გიორგი ჩალაძეც. საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესაძლებლობას არც ლევან ხაბეიშვილი გამორიცხავს.
თაგები:
გიორგი მუმლაძე

გიორგი მუმლაძე – მხარს თუ არ დამიჭერს “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა დიდი შემადგენლობა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ პარტია ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას

გიორგი ბარამიძე – “ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია, გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 49 756 ადამიანი დარეგისტრირდა