Logo

გიორგი მუმლაძე – ვიწყებთ უწყვეტ პროტესტს, რომ სალომე ზურაბიშვილს შევახსენოთ მისი ფუნქცია

პოლიტიკა
675
Frontnews image description

ათონელის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.  

 

მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაა.

 

აქციის ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძეა. 

 

“ვიწყებთ უწყვეტ პროტესტს, რომ სალომე ზურაბიშვილს შევახსენოთ მისი ფუნქცია და ვუთხრათ, რომ კიდევ აქვს შანსი საქართველოს ისტორიაში ჩაიწეროს როგორც დადებითი პერსონა და არ გახდეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირი.

 

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე გადაარჩინოს. მან არ უნდა დაუშვას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით, ვინც ბოლო 20 წელში მოვკალით ორი პრეზიდენტი”, – განაცხადა მუმლაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები