გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე დაკავებულ გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ის პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს, თუკი თანხის ნახევარს გადაიხდის.
სამოქალაქო აქტივისტებმა თანხის შესაგროვებლად სოციალურ ქსელში უკვე წამოიწყეს კამპანია #მუმლიკასთვის. ისინი სწორედ ასე აპირებენ გირაოს თანხის შეგროვებას.
გიორგი მუმლაძე ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე 14 აპრილს დააკავეს.
თაგები:
