გიორგი ნავალოვსკიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ავტორი
Front News საქართველო
ქართული საფეხბურთო გვერდი Geo_Team იტყიბინება, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ გიორგი ნავალოვსკიმ 36 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
გიორგი ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი თამაშის სტილითა და მებრძოლი ხასიათით.
ნავალოვსკის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 41 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ის ბოლოს ბათუმის “დინამოში” ასპარეზობდა.
“41 მატჩი ეროვნულ ნაკრებში, კაცი გულშემატკივრის თვალში მებრძოლი სულით და ბოლომდე ბრძოლის ჟინით! არასდროს დაგვავიწყდება, როგორ გულით ატარებდი ეროვნული ნაკრების ფორმას და თავგანწირვით თამაშობდი ყველა ეპიზოდში, შენი მაკრატელა ყაზახეთთან კარის ხაზზე თაობებს გადაეცემა”, – ასე ეხმაურება Geo_Team ნავალოვსკის ფეხბურთიდან წასვლას.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
ფეხბურთი




