
ავტორი
Front News საქართველო
იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება და ივანიშვილის რუსული რეჟიმი ინტენსიურად ზეწოლას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველა იმ ინსტიტუტზე თუ ადამიანზე, რომელიც ამ ქვეყანაში რუსულ დეზინფორმაციაზე და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე მუშაობს, ძალიან უცნაურად ებმება ეს ყველაფერი, – ამის შესახებ “ფედერალისტების” წევრი გიორგი ნონიაშვილი საკუთარ სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით აცხადებს.
მისივე თქმით, საგამოძიებო პროცესი არ უკავშირდებოდა მეუღლის სამსახურებრივ კომპიუტერს, თუმცა ჩხრეკისას ისიც წაღებულია.
“მე არ ვარ მომხრე ხოლმე შეთქმულების თეორიების, თუმცა პრობლემა არის ჩემთვის ხილული, რომ ჩემი ყველა კუთვნილი “დივაისი” საგამოძიებო სამსახურს აქვს წაღებული, იმ პირობებში, როცა პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევი და იმ პირობებში, როცა ეს დივაისები ჩემი კუთვნილია, საგამოძიებო პროცესი ფორმალურადაც რომ წავიკითხოთ, არანაირ კავშირში არ იყო ჩემი ცოლის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან კონტრაქტორ კომპანიებთან. თუმცა, მანდ მეორე ნაწილია, იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება და ივანიშვილის რუსული რეჟიმი ინტენსიურად ზეწოლას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველა იმ ინსტიტუტზე თუ ადამიანზე, რომელიც ამ ქვეყანაში რუსულ დეზინფორმაციაზე და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე მუშაობს, ძალიან უცნაურად ებმება ეს ყველაფერი”, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.
თაგები:
გიორგი ნონიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს