გიორგი ნონიაშვილი – ეს არ არის ერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როცა კორუფცია და პოლიტიკური დაუდევრობა კლავს ან შესაძლოა, მოკლას

ავტორი
Front News საქართველო
ის, რაც 13 ოქტომბერს მოხდა ვაკის პარკში, არ არის ერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როცა კორუფცია და პოლიტიკური დაუდევრობა კლავს ან შესაძლოა, მოკლას, ეს არის ამ ხელისუფლების სამუშაო ზოგადი წესი, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ნონიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ნონიაშვილი მერიას კორუფციულ მმართველობაში ადანაშაულებს, რის გამოც მერის კახი კალაძის გადადგომას ითხოვს.
“მე გეტყვით, რატომ უნდა გადადგეს კახი კალაძე, ამის სადემონსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: „წითელი პარკის“ მოსაწყობად მერიამ ამავე შპს „გრინსერვისს“ 2 მლნ-მდე გადაუხადა, ერთ წელიწადში ბაღი უკვე სარემონტო მდგომარეობაშია, უსაფრთხოების ნორმები კი დაცული არ არის, გახსოვთ, ალბათ, 2016 წელს ვარკეთილის მეტრო გაარემონტეს და 5 თვეში ჩამოინგრა, ამაში 1 მლნ ლარი დავხარჯეთ. მშენებელ კომპანიას ამის შემდეგ სკოლებისა და სამედიცინო ობიექტების რემონტი ანდეს, არა თუ დასაჯეს.
გლდანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიამ შპს “ენსისი“ 13 მილიონი ლარი გადაუხადეს, შედეგად სანიაღვრე სისტემა გამართულად არ მუშაობს, ძლიერ წვიმაში იტბორება, რაც საფრთხეებს აჩენს მოქალაქეებისთვის და ეკონომიკური ობიექტებისთვის“, – განაცხადა ნონიაშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტები ბევრია, სადაც ჩანს კორუფციული სქემები, მაგრამ გამორჩეულია ერთი ფაქტი.
“2013 წლიდან ერთ-ერთი კომპანია შპს “დემაგს ვაკე“ ცდილობს ყიფშიძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვის მიღებას, მას შემდეგ რაც პროკრემილისტური ალტინფოელი კოკა მორგოშიას ოჯახი შემოიყვანეს ბიზნესში, 3 თვეში მიიღეს მშენებლობის ნებართვა“, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.
თაგები:
გიორგი ნონიაშვილი




