გიორგი ნონიაშვილი – საუბარი იყო თბილისის მერიის ფეისბუქგვერდზე და ეს უზარმაზარი თანხები მერიის რეკლამირებაში იხარჯება


ავტორი
Front News საქართველო
“ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მილიონობით ლარს ხარჯავს თბილისის მერიის ფეისბუქ გვერდის რეკლამირებაში, მაშინ, როცა აღნიშნული თანხა შეიძლებოდა, მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის პოლიტიკურ კამპანიას.
“დღეს გვქონდა “ევროპული საქართველოს” ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაცია და ჩემი პერსონალური წარდგენა “ევროპულ საქართველოში”. ბევრი ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ კორუფციასთან და სახელმწიფო სახსრების ფლანგვასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ მაგალითად ჩვენ ვახსენეთ თბილისის მერიის ხარჯები საკუთარი თავის პიარში. ხუთ მილიონ ლარს ხარჯავენ დაახლოებით საკუთარი თავის რეკლამირებაში და აქედან 600 000 ლარი მხოლოდ ფეისბუქრეკლამირებაში იხარჯება. ამასთან დაკავშირებით, მერიამ მოგვწერა პასუხი სრულიად უტიფრად, რომ კახა კალაძე საკუთარ პირად გვერდზე არ აკეთებს მერიის ხარჯებიდან თანხების მოზიდვას რეკლამირებაში, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება კახა კალაძის პირად გვერდზე რაიმეს დასპონსორებასა და რეკლამირებაში.
მინდა, თბილისის მერიას ვუთხრა, რომ კახი კალაძის პირად გვერდზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, საუბარი იყო თბილისის მერიის ფეისბუქგვერდზე, მათ შორის და ეს უზარმაზარი თანხები, რომელიც მერიის რეკლამირებაში იხარჯება, შეიძლება მოხმარებოდა ბევრად მეტ კარგ საქმეს, ეს ხუთი მილიონიც და 600 000 ლარიც შეიძლება მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის პოლიტიკური კამპანიის წარმოებას, რადგან თავისი არსით მერია რის რეკლამირებასაც ახდენს, არის სინამდვილეში ამ წინასაარჩევნოდ კალაძის პოლიტიკური კამპანიის ნაწილი და ამაში გადასახადების გადამხდელები იხდიან ფულს, სამწუხაროდ” – განაცხადა ნონიაშვილმა.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს