Logo

გიორგი ოკმელაშვილის 5 წლით პატიმრობა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

სამართალი
4 დღის წინ / 19:55
Frontnews image description

საპროტესტო აქციის დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

გიორგი ოკმელაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2024 წლის 15 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 – მუხლის პირველი ნაწილის ბრალდებით დააკავეს. მას 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.

2025 წლის 3 თებერვალს გიორგი ოკმელაშვილს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები