გიორგი ოკმელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა


ავტორი
Front News საქართველო
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ოკმელაშვილი დამნაშავედ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ცნო. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ბრალდებულის ახლობლების ხმაური მოჰყვა.
გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საპროტესტო აქციაზე შსს-ს თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარიმართა.
თაგები:
გიორგი ოკმელაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს