გიორგი ონიანი – თბილისში არ დარჩა მშენებელი, ბიზნესმენი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი, კრიმინალებს არ შეეწუხებინათ

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში არ დარჩა მშენებელი, ბიზნესმენი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი, კრიმინალებს არ შეეწუხებინათ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი ონიანმა განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნებამ” კრიმინალურ სამყაროს არჩევნების გაყალბებისთვის იყენებს, რის გამოც კრიმინალებს საერთოდ აღარაფრის ეშინიათ.
“თბილისში არ დარჩა მშენებელი, ბიზნესმენი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი, კრიმინალებს რომ არ შეეწუხებინათ. ეს ადამიანები, რიგ შემთხვევებში, ვერ ბედავენ ამის თქმას. თუ კი აქვთ კომუნიკაცია სამმართველოს უფროსთან, ან მოადგილესთან, მეგობრულად თხოვენ, რომ ან გაყვეს, ან მისი სახელი ახსენოს…
იმას კი არ თხოვენ, მოვალ და განცხადებას დავწერ, ვერა, იმიტომ რომ არ არიან დაცულები რეალურად, ცდილობენ საახლობლოში მოძებნონ პოლიციის მაღალჩინოსნები და იქნებ ასე მეგობრულად, ბიჭურად რაღაცები მოგვარდეს“, – განაცხადა გიორგი ონიანმა.
თაგები:
გიორგი ონიანი




