გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მესამედ აირჩიეს
ბიზნესი-ეკონომიკა
09.09.2021 / 11:46


ავტორი
Front News საქართველო
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მესამედ აირჩიეს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, გიორგი პერტაია პარალელურად ევროპალატის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამეზობლო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა.
ევროპალატა წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას ევროკავშირში, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნეს. ასევე 1700 რეგიონალურ და ადგილობრივ სავაჭრო პალატას.
საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს.
თაგები:
