
ავტორი
Front News საქართველო
პროევროპული მოძრაობა გააქტიურებას აპირებს, – ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას ორგანიზებული წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ყველგან, სადაც შესაძლებელი იქნება.
“საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ შემოაქვს სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ბელორუსთან და მის სხვა სატელიტებთან. თან არ არსებობს არანაირი კრიტერიუმები ვის ვუშვებთ, ვის არ ვუშვებთ საზღვარზე.
ვფიქრობ, ორგანიზებული წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ყველგან, ყველა ფაზაში, იქნება ეს საზღვარზე, პარლამენტში, იქნება ის სადაც “მთავრობა“ ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, თითქოს ქვეყანა ვითარდება, თითქოს ხალხი კარგად ცხოვრობს, გვაქვს უზარმაზარი ეკონომიკური ზრდა. ეს რაღაც “თოჯინების თეატრი“ უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ქადაგიძემ.
თაგები:
გიორგი ქადაგიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს