გიორგი ქადაგიძე – შეუძლია ერთ დღეში გააჩეროს ყველაფერი და ერთ დღეში დააბრუნოს საქართველო 1990-იან წლებში


ავტორი
Front News საქართველო
ნებისმიერი გადარიცხვა რომ მუშაობს ამ ქვეყანაში, უზრუნველყოფს ერთი ამერიკული ბანკი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკმარისია ამ ბანკმა ჩათვალოს, რომ საქართველო უკვე არის იმ სიაში, სადაც რისკებია, რომ სანქციებს გვერდს უვლიან და აღარ არსებობს მარეგულირებელი ჩარჩო ერთ დღეში შეუძლია, გააჩეროს ყველაფერი.
“მე მინდა ვუთხრა კომერციულ ბანკებს და მათ შორის ორ დიდ ბანკს, საქართველოს ბანკსა და თიბისის, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დასავლური სანქციების ქვეშ არ მოექცნენ და ვერც მოექცევიან იმიტომ, რომ კატასტროფა მოხდება. ერთ დღეში შეიძლება გაჩერდეს მთელი ოპერაციები იმიტომ, რომ ერთი ამერიკული ბანკია, რომელიც უზრუნველყოფს ქართული საბანკო სისტემის მსოფლიო საფინანსო სისტემაში ჩართულობა. ნებისმიერი გადარიცხვა რომ მუშაობს ამ ქვეყანაში უზრუნველყოფს ერთი ამერიკული ბანკი. საკმარისია ამ ბანკმა ჩათვალოს, რომ საქართველო უკვე არის იმ სიაში, სადაც რისკებია, რომ სანქციებს გვერდს უვლიან და აღარ არსებობს მარეგულირებელი ჩარჩო, ერთ დღეში შეუძლია გააჩეროს ყველაფერი და ერთ დღეში დააბრუნოს საქართველო 1990-იან წლებში. ამის შემდეგ ყველაფერი უკან მოგვრჩება, საბანკო სექტორიც უკან მოგვრჩება, ლარის კურსიც და უძრავ ქონებაზე ფასებიც, თუმცა, ამ დროს მეორე მხარეს ყველაზე ახლოს არის მშვიდობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა ქადაგიძემ.
თაგები:
გიორგი ქადაგიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა