გიორგი ყუფარაძე – ცდილობენ ჩვენი ორგანიზაციის მწყობრიდან გამოყვანას, ისე, რომ თავისუფლად მუშაობა ვერ შევძლოთ


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გიორგი ყუფარაძის 6-საათიანი გამოკითხვა დასრულდა.
“სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელები – გიორგი ყუფარაძე, ნიკა ცხვარაძე და ლაშა კუხიანიძე გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც სუს-მა ორგანიზაციის ოფისი, მათი საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები გაჩხრიკა.
“საქმიდან გამომდინარე, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გაუთქმელობის ხელწერილზე მაქვს ხელი მოწერილი. ძალიან ბევრი შეკითხვა იყო, მაქსიმალურად შევეცადე შეკითხვებზე პასუხის გაცემას. რაც შეეხება შთაბეჭდილებას, როგორც წინაზე ვთქვი, ანალოგიურია, ცდილობენ ჩვენი ორგანიზაციის მწყობრიდან გამოყვანას, ისე რომ, თავისუფლად მუშაობა ვერ შევძლოთ”, – აცხადებს ყუფარაძე.
მისივე თქმით, სუს-ს მასთან ბევრი შეკითხვა ჰქონდა, მათ შორის ლოგიკურიც, თუმცა ყუფარაძისთვის გაუგებარია, რატომაა ამ მუხლით საქმე აღძრული.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის მუხლით დაწყებული გამოძიების ფაგლებში, “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ოფისიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები, დისკები, დოკუმენტები და პირადი ტელეფონები.
გიორგი ყუფარაძის შემდეგ, სუს-ში ნიკა ცხვარაძეს და ლაშა კუხიანიძესაც გამოკითხავენ.
თაგები:


გიორგი მარგველაშვილი – პოლიტპატიმრების გათავისუფლება სერიოზული არგუმენტი იქნება ევროპაში ჩვენი პარტნიორებისათვის, რომ უარი ვერ გვითხრან

გიორგი გახარია – ხელისუფლებამ რუსეთის ტერიტორიიდან ისე შემოიყვანა ოჯახები საფლავების მოსანახულებლად, რომ არავის არაფერი უთხრა

იმედა მღებრიშვილი – ადამიანები, რომელთა უცოდინრობამ თუ დანაშაულებრივმა ქმედებებმა ქვეყანას ვერ აარიდა ომი, დღეს კიდევ უფრო დიდი მონდომებით ცდილობენ რამენაირად გახვიონ უბედურებაში ჩვენი ქვეყანა