
ავტორი
Front News საქართველო
ამ საერთაშორისო დამკვირვებლების პირველად შეფასებაში მთავარი მაინც იყო ის, რომ არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები კიდევ ელოდებიან კონკრეტულ ფაქტებს, სადაც არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებისთვის დარღვევები აღინიშნებოდა.
“ამ საერთაშორისო დამკვირვებლების პირველად შეფასებაში მთავარი მაინც იყო ის, რომ არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რასაც ხშირად ამბობენ ხოლმე, როცა აფასებენ არჩევნებს. ასევე, არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ეს დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა, საბოლოო ჯამში, ვერ მოახდენდა გავლენას არჩევნების შედეგზე.
ეს ნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიები ელოდებიან დამატებით ინფორმაციას, დამატებით სამხილებს დარღვევებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
თაგები:
გიორგი რუხაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს