
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის მიერ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვაზე უარით პოლიტიკური აქტი შედგა და პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ევროპული კვლევების დირექტორმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, პროცესი, რომელიც აშშ-მა დაიწყო, რუსეთს დეფოლტით ემუქრება.
“რუსეთის მთავარი შემოსავლის წყარო არის ენერგომატარებლები, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს ყიდულობს, მთავარი არის, რომ პოლიტიკური აქტი უკვე შედგა. ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპაც და და ყველა დიდი, დასავლური ტიპის სახელმწიფო უარს იტყვის რუსულ ნავთობზე, გაზზე, რაც რუსეთისთვის იქნება ძალიან მძიმე ეკონომიკური დარტყმა, რომელიც ქვეყანას მიიყვანს დეფოლტამდე“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სრულად აკრძალავს რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტს.
ბაიდენის განცხადებით, გაზის ფასების გაზრდის საფრთხის მიუხედავად, გადაწყვეტილებას აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
თაგები:
გიორგი რუხაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს