
ავტორი
Front News საქართველო
ბოლო 2 წელიწადში ვერ გაიხსენებთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც რუსეთი მიმართ კრიტიკულია, – ამის შესახებ “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრ – GSAC“-ის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს რუსეთის მიმართ ლოიალურ პოლიტიკას.
“მიზეზი რატომაც არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ამ განცხადებას, არის მისი პოლიტიკის გაგრძელება. ერთი მხრივ, ის მაქსიმალურად ერიდება რუსეთის გაღიზიანებას რამე ფორმით, ბოლო 2 წელიწადში ვერ გაიხსენებთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც რუსეთი მიმართ კრიტიკულია. რასაც ვერ ვიტყვით დასავლეთზე, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ამ პოლიტიკის გაგრძელება, ან ინსტრუქციის უქონლობა, ივანიშვილს ზოგჯერ ძინავს, ზოგჯერ სხვა საქმითაა დაკავებული, შესაბამისად, მინისტრები გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებენ და იმიტომ არიან ასეთ გაშეშებულ მდგომარეობაში“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
თაგები:
გიორგი რუხაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს