Logo

გიორგი რუხაძე - ჩინეთის განაცხადია, რომ ავტორიტარული სამყაროს ცენტრი აღარ არის რუსეთი, არამედ თავად ჩინეთია

პოლიტიკა
166
Frontnews image description

ჩინეთის განაცხადია, რომ ავტორიტარული სამყაროს ცენტრი აღარ არის რუსეთი, არამედ თავად ჩინეთია, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მსოფლიო ყურადღება ძირითადად აშშ-სა და ჩინეთზეა კონცენტრირებული, ხოლო პეკინის სამხედრო აღლუმმა კიდევ ერთხელ აჩვენა ჩინეთის ამბიციები.

"ჩინეთის გარშემო უკვე ერთიანდებიან ავტორიტარული ქვეყნები – რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და სხვები. მთავარი კითხვა ახლა ის არის, რა როლი შეიძლება შეასრულოს ინდოეთმა ამ ანტიდემოკრატიულ კოალიციაში“, – განაცხადა რუხაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი პეკინში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა – ეს ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად მოხდა. 

"პრეზიდენტი სი ამბობს, რომ დროა, დრაკონი და სპილო ერთად დადგნენო – დრაკონში იგულისხმება ჩინეთი, ხოლო სპილოში ინდოეთი. თეორიულად მათი მეგობრობა შესაძლებელია, თუმცა ინდოეთის პოზიცია დიდწილად დამოკიდებული  აშშ-ზე იქნება“ – აღნიშნა რუხაძემ.

ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ ინდოეთის გააქტიურება ჩინეთის მიმართულებით შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამაც განაპირობა.

"ტრამპმა ინდოეთზე 50%-იანი ტარიფები დააწესა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკის ეკონომიკა ინდოეთზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს", – აღნიშნა მან.

რუხაძის თქმით, ინდოეთის ეკონომიკა დღეს დაახლოებით 4 ტრილიონ დოლარს შეადგენს, "რაც იმ მასშტაბისაა, რომ ამერიკაში ორი კერძო კომპანია ამ მოცულობას უტოლდება".

Advertisement