
ავტორი
Front News საქართველო
ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი დგას ტერორისტების გარემოცვაში, იქ, სადაც “ჰეზბოლას” და “ჰამასის” ლიდერები არიან, სადაც ტერორისტული სახელმწიფოებია – ირანი და რუსეთი და ის იქ თავს კომფორტულად გრძნობს, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
“ეს არის ნათელი დემონსტრირება იმისა, თუ სად მიდის “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა. ივანიშვილის ხელისუფლება ამით პირდაპირ ეუბნება ვაშინგტონსაც, ბრიუსელსაც, ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს, რომ საქართველო აღარ არის და აღარ იქნება დემოკრატიული სამყაროს წევრი, მისი მთავარი პარტნიორები არიან ავტოკრატიულ სამყაროში, ეს არის რუსეთი, ჩინეთი და უკვე ირანი.
რუსეთში ვერ ჩადის, თორემ, საშუალება, რომ ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ჩავიდოდა.
სამყარო რეალურად, ორად არის გაყოფილი – არის დემოკრატიული სამყარო, რომელიც დგას ადამიანების ნებაზე, ადამიანის უფლებებზე და არის ავტოკრატიული სამყარო, სადაც დიქტატორები ირჩევენ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ იმ ქვეყანაში ადამიანებმა. რეალურად, ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება” პირდაპირ ამბობს, თუ რა სამყაროს ირჩევს ის და როგორი სამყარო იქნება საქართველოში თუ ისინი მოახერხებენ ხელისუფლებაში დარჩენას.
ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი დგას ტერორისტების გარემოცვაში, იქ, სადაც “ჰეზბოლას” და “ჰამასის” ლიდერები არიან, სადაც ტერორისტული სახელმწიფოებია – ირანი და რუსეთი, ის იქ თავს კომფორტულად გრძნობს”, – განაცხადა რუხაძემ.
თაგები:
გიორგი რუხაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს